გაზიარება
რეგიონი:
გურია
გზები

სამტრედია-გრიგოლეთის გზის ლოტი IV

სტატუსი: მიმდინარე ბიუჯეტი $ 50 000 000
პროექტის დეტალები

პროექტის აღწერა:


სამტრედია–გრიგოლეთის (ლოტი IV) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში ხორციელდება 9,6კმ-იანი ასფალტობეტონის საფარიანი სავალი ნაწილის მოწყობა. აშენდება 41 მიწისქვეშა გასავლელი და წყალგამტარი მილი, 4 სახიდე გადასასვლელი, მათ შორის, 2 პარალელური გზაგამტარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სუსტი გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები (მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების ქვეშ) ქვის სვეტების მოწყობის მეთოდით; მიწის სამუშაოები; წყალგამტარი მილების მშენებლობა.

პროექტის მიზანი და მნიშვნელობა


საქართველოში მაგისტრალური გზების მოდერნიზაციის პროგრამის ძირითადი მიზანია E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესება, გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა. პროექტი უზრუნველყოფს გზის მოსარგებლეთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. 
 

დაწყების თარიღი:
2015
დასრულების თარიღი:
2017
პროექტის ავტორი:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დაფინანსების წყარო:
EIB/EU / EWHG/CW/ICB-04
კომპანია:
„China Railway 23rd”
დასაქმებულთა რაოდენობა:
223

საკონტაქტო ფორმა

პროექტის განხორცილების პერიოდი
დასაწყისი 2015
ივლისი 26, 2016

დასასრული 2017