გაზიარება
რეგიონი:
ქვემო ქართლი
გზები

რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა

სტატუსი: დაგეგმილი ბიუჯეტი $ 110 000 000
პროექტის დეტალები

პროექტის აღწერა: 

პროექტი ითვალისწინებს, რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით 35 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას.  მოხდება რუსთავის ნაგავსაყრელთან არსებული მცირე რადიუსიანი რთული მონაკვეთის გვერდის ავლა, რაც მოითხოვს 785 მ სიგრძის გვირაბის მშენებლობას.

რუსთავი-წითელი ხიდის გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის  მომზადება, რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის განახლებაზე. 

პროექტის მიზანი და მნიშვნელობა:

პროექტის შედეგად, რუსთავი-წითელი ხიდის  საავტომობილო გზით მოსარგებლეებს, განსაკუთრებით კი, ადგილობრივ მოსახლეობას, საშუალება ექნებათ იმოძრაონ განახლებული, კომფორტული და გაცილებით უსაფრთხო გზით. ამასთან, შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები.

დაწყების თარიღი:
2018
დასრულების თარიღი:
2020
პროექტის ავტორი:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დაფინანსების წყარო:
სახელმწიფო ბიუჯეტი

საკონტაქტო ფორმა

პროექტის განხორცილების პერიოდი
დასაწყისი 2018
დასასრული 2020