გაზიარება
რეგიონი:
აჭარა
გზები

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

სტატუსი: დაგეგმილი ბიუჯეტი
პროექტის დეტალები

პროექტის აღწერა:

პროექტი ითვალისწინებს ბათუმის 14 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობას. აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. 

ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

სამშენებლო სამუშაოებისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.  

პროექტის მიზანი და მნიშვნელობა:

არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის განსაკუთრებით საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს, რომელსაც ვიწრო ქუჩებში  უწევს მოძრაობა. 

ბათუმი-ფოთის მონაკვეთზე საერთაშორის ტრანსპორტის დიდი რაოდენობა მოძრაობს, გზაზე გადატვირთული მოძრაობა და ცუდი საგზაო პირობები იწვევს საცობებს, სახიფათო სიტუაციებს. პრობლემის გადასაჭრელად უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს მეორე მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც სრულად გატვირთავს მოძრაობას საკურორტო ზონაში, გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა.

E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპასა და აზერბაიჯანს, სომხეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის შავი ზღვის პორტების საშუალებით ფოთსა და ბათუმში. მას აგრეთვე შეუძლია დააკავშიროს რუსეთი და თუქეთი. ფიზიკური მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის. ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებთან, როგორც სატრანზიტო, ისე ორმხრივი, ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს.
 

დაწყების თარიღი:
2017
დასრულების თარიღი:
2020
პროექტის ავტორი:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დაფინანსების წყარო:
ADB/AIIB / N/A

საკონტაქტო ფორმა

პროექტის განხორცილების პერიოდი
დასაწყისი 2017
დასასრული 2020